ტრამპი და კიმ ჩენ ინი აღარ შეხვდებიან - აშშ-ს პრეზიდენტმა შეხვედრა გააუქმა

ტრამპი და კიმ ჩენ ინი აღარ შეხვდებიან - აშშ-ს პრეზიდენტმა შეხვედრა გააუქმა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ახლა შეხვედრის ჩატარება უადგილო იქნებოდა.

„სამწუხაროდ, იმ ღია მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს ბოლო განცხადებაში იყო ნაჩვენები, მივიჩნევ, რომ ამ მომენტში დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი სამხედროები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის სულელურ ან წინდაუხედავ საქციელზე რეაგირებისთვის. ტრამპის განცხადებით, იაპონია და სამხრეთ კორეა მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ ხარჯების ნაწილი ამერიკის ოპერაციაში, თუკი ასეთი სამწუხარო სიტუაცია შეიქმნება.

„ვიმედოვნებ, რომ კიმ ჩენ ინი, საბოლოო ჯამში, გააკეთებს იმას, რაც მართებულია არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მისი ხალხისთვის, რომელიც ძლიერად იტანჯება. მიმაჩნია, რომ ეს უზარმაზარი დარტყმაა ჩრდილოეთ კორეაზე და ნამდვილი მარცხი მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ტრამპმა სამიტის გადადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მისაღწევად.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე