კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018–ის” ფინალისტების ვინაობა ცნობილია

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018–ის” ფინალისტების ვინაობა ცნობილია

გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტის –"გახდი ბესტსელერის ავტორის" 2018 წლის ფინალისტების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გამოვლენილია 15 ფინალისტი, რომელთაგან საბოლოო გამარჯვებულებსაც კომპეტენტური ჟიური და ხალხი ერთობლივად დაასახელებს.

კონკურსში ”გახდი ბესტსელერის ავტორი” მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მქონე მწერლებს შეეძლოთ. ეს კი უნიკალური შანსია დებიუტანტი და დამწყები მწერლებისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება ფართო მასებს გააცნონ.

საზოგადოების რჩეული 23 წლის ნიკოლოზ ტოტოღაშვილია. ნაწარმოები, რომლითაც კონკურსში მონაწილეობა მიიღო, დიდი ხნის წინ დაწერა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ თვლის, რომ ეს კონკურსი დებიუტანტი მწერლებისთვის ფართო ასპარეზზე გასვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

”ადრე რამდენჯერმე ვცადე სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობა და წიგნის დაბეჭდვა. თუმცა უშედეგოდ. ამ კონკურსში მონაწილეობა კი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. პირველ ეტაპზე გავიმარჯვე და იმედი მაქვს საბოლო გამარჯვებულიც გავხდები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხალხის რჩეული ვარ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ჟიურის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, როცა საზოგადოების რჩეული ხდები. მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩემმა მომავალმა მკითხველმა გამიყვანა კონკურსის ფინალისტების სიაში. ჩემი რომანი დეტექტიური ჟანრისაა, რომლის მთავარი გმირიც მხატვარია. საკმაოდ საინტერესო სიუჟეტს ვთავაზობ მკითხველს,” - განმარტავს ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

რაც შეეხება ჟიურის რჩეულს, ის 25 წლის ვახტანგ ვახტანგაძეა. როგორც თვითონ აღნიშნავს, დებიუტანტი ავტორია და მისი ნაწრამოებიც სწორედ ისეთია, როგორიც ახალგაზრდა დებიუტანტ ავტორს შეეფერება.

”ამ დრომდე არაფერი გამომიცია. ეს ჩემი პირველი ნაწარმოებია. მას რომანს ვერც დავარქმევ, 80 გვერდიანი მოთხრობაა საკმაოდ საინტერესო სიუჟეტით. მინდოდა, რომ მატივი და ყველასთვის გასაგები ენით ყოფილიყო დაწერილი და ამიტომ ზედმეტი ფილოსოფიური აზრებითაც არ დამიტვირთავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსისთვის არ დამიწერია და მოთხრობა მანადე მქონდა დაწერილი,” - განმარტავს ვახტანგ ვახტანგაძე.

კონკურსის ფინალისტების გამოსავლენად ხმის მიცემა 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით მიმდინატეობდა ვებგვერდზე http://www.palitral.ge/konkursi.html. კონკურსის ორგანიზატორის გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნათია ზაქრაძის განმარტებით, ვებგვერდზე მკითხველის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტიურობა დაფიქსირდა.

”ჟიურისა და ხალხის არჩევანი გარკვეულწილად დაემთხვა ერთმანეთს, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ჟიურის გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად გაუჭვირდა, თუმცა მათ გამოავლინეს 5 რჩეული. 10 კი ხალხმა გამოავლინა. იმ განსაკუთრებულ აქტივობას მკითხველის მხრიდან, რომელიც წელს დაფიქსირდა, კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულების საოცარ წარმატებას ვუკავშირებ. მათი ნაწარმოებები დღეს, გამოცემიდან 6 თვის შემდეგ უკვე ნამდვილი ბესტსელერებია,” - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი” გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ორგანიზებით, პირველად გასულ წელს ჩატარდა და 300–მდე კონკურსანტიდან 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ორგანიზატორმა მაქსიმალურად ყველა პირობა შეუქმნა რჩეულ ავტორებს, რომ კონკურსის შემდეგ ისინი რეალური ბესტსელერის ავტორები გამხდარიყვნენ. გამარჯვებულთა ნაწარმოებები უჩვეულოდ მაღალი ტირაჟებით გაიყიდა, რაც პირდაპირ გულისხმობს სტაბილურ შემოსავალს, ცნობადობასა და აღიარებას.

გთავაზობთ ფინალში გადასული კონკურსანტების სიას:

ჟიურის რჩეული 10 კონკურსანტი:

ვახტანგ ვახტანგაძე

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

იაგო თვალაბეიშვილი

ირმა ელერდაშვილი

გიორგი დეკანაძე

გვანცა გუბელაძე

ქეთი ელიეშვილი

ნათია ჯაგოდნიშვილი

თამთა დემეტრაშვილი

ნუგზარ ღვალაძე

ხალხის რჩეული 10 კონკურსანტი:

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

გიორგი დეკანაძე

ნათია ჯაგოდნიშვილი

ანა გელაშვილი

გვანცა გუბელაძე

დავით ნემსაძე

ანი როსებიშვილი

ქეთი ელიეშვილი

მარი ნედი

ირმა ხარშილაძე

კონკურსის ბმული: http://www.palitral.ge/konkursantebi/ii-turi-2018

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ავტორთა ნაწარმოებების გაგრძელებები ჩვენს ვებგვერდზე 8 ივნისს გამოქვეყნდება!

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს