10 მიზეზი, რომლის გამოც დიეტის მიუხედავად წონაში ვერ დაიკლებთ

10 მიზეზი, რომლის გამოც დიეტის მიუხედავად წონაში ვერ დაიკლებთ

ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქოდეს:

ჰიპოთირეოზი

ქალებში ჰიპოთირეოზი 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ჰიპოთირეოზს განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხანგრძლივი და მყარი ნაკლებობა. ამის მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. სიმპტომებიდან საყურადღებოა მოდუნება, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება, შრომის უნარის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ანემია, გულისრევა, ყაბზობა, შეშუპება. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და მოძრაობის სურვილის დაქვეითების შედეგად ხდება წონაში მატება.

უძილობა

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ქალები, რომელთა ღამის (ეს მნიშვნელოვანია) ძილიარა უმეტეს 5 საათს შეადგენს, მიუხედავად ნორმალური კვების რეჟიმისა, წონაში იმატებენ. ამის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ვერსია ორია: მეტაბოლიზმის შენელება, როგორც დაცვითი რეაქცია და დაღლილი ტვინის მიერ ენერგიის ეკონომიის აუცილებლობის გამო, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. ღამის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 8 საათია.

ეპილეფსია

ამ შემთხვევაში შესაძლებელია დარღვეული იყოს ჰორმონების ბალანსი.

კორტიზონის შეტევა

კორტიზონი თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონია და წარმოადგენს ორგანიზმის ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულატორს, ასევე მონაწილეობს სტრესული რეაქციების განვითარებაში. კორტიზოლი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. კორტიზოლის მომატებული გამომუშავების მიზეზი კუშინგის დაავადება შეიძლება იყოს, რომელიც ქალებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმის ან სიმსივნის შედეგად ჰიპოფიზის დაზიანება...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს