აშშ-ის სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ადგილობრივები "ალბერტოს" მოლოდინში არიან

აშშ-ის სამ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ადგილობრივები "ალბერტოს" მოლოდინში არიან

აშშ-ის სამ შტატში - ალაბამაში, მისისიპისა და ფლორიდაში სუბტროპიკული ქარიშხლის „ალბერტოს“ მოახლოების გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფლორიდის გუბერნატორმა რიკ სტოკმა განაცხადა, რომ შტატი ძლიერი წვიმებისა და სერიოზული დატბორვისთვის მზად უნდა იყოს. მისისიპის გუბერნატორმა ფილ ბრაიანტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომ ყველა სამსახური საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში ყოფილიყო. ალაბამას გუბერნატორის, ქეი აივის განცხადებით, შტატის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა, ძლიერი წვიმა და ტორნადოა მოსალოდნელი.

აშშ-ის ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქარიშხალი „ალბერტო“ რამდენიმე შტატში წვიმას და ძლიერ ქარს გამოიწვევს. ახლა ქარიშხლის ეპიცენტრი კუბას რაიონში მდებარეობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"