ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესათანხმებლად ფხენიანში ამერიკული დელეგაცია ჩავიდა

ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შესათანხმებლად ფხენიანში ამერიკული დელეგაცია ჩავიდა

აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია გუშინ ფხენიანში ჩავიდა ქვეყნის ხელისუფლებასთან ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესათანხმებლად, რომელიც სინგაპურში 12 ივნისს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ გამოცემა „The Washington Post“ იუწყება.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაციას აშშ-ის ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში სუნ კიმი ხელმძღვანელობს, რომელიც ბირთვული განიარაღების შესახებ ფხენიანთან მოლაპარაკებებს უკვე მართავდა. ის აპირებს შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრს ჩხვე სონ ხის, რომელთანაც 2005 წელს მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოსალოდნელია, რომ შეხვედრები ოთხშაბათამდე გასტანს.

შაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავაც ორიენტირებულია 12 ივნისს, სინგაპურში, ჩრდილოეთ კორეასთან ისტორიაში პირველი სამიტის გასამართად იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ ფხენიანის მტრული განცხადებების გამო შეხვედრა არ ჩატარდებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე