დრეზდენში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

დრეზდენში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა მიღებისა და დროებითი განთავსების ცენტრში დაახლოებით 50 მამაკაცი პოლიციელებს თავს დაესხა. დაკავებულია საქართველოს ოთხი მოქალაქე.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ორ ქართველ მამაკაცს შორის კამათი მოხდა, რის გამოც დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისვლის შემდეგ პოლიციამ სიტუაციის განმუხტვა შეძლო, თუმცა 50-მდე მიგრანტი პოლიციელებს თავს დაესხა.

შეტაკების შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი და დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს 4 მოქალაქე პოლიციაზე თავდასხმისთვის დრეზდენში დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს