წყალში მოტივტივე მანქანები, დატბორილი ქუჩები - მერილენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალში მოტივტივე მანქანები, დატბორილი ქუჩები - მერილენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალდიდობის გამო მერილენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. CNN-ის ინფორმაციით, ქალაქი ელიოტი დატბორილია.

ადიდებული მდინარის წყლით არის დაფარული ქალაქის მთავარი ქუჩა, შენობების პირველი სართულები. მანქანები წყალში დაცურავს.

ნახეთ ვიდეო : კოშმარი მერილენდის ქუჩებში, რომელიც ფილმის კადრებს მოგაგონებთ

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წყალდიდობა ქალაქში ბოლოს 2 წლის წინ იყო, შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით შენობა დაზიანდა.

ელიოტში სამაშველო სამსახურები მუშაობენ, მოსახლეობას მოუწოდებენ, ცენტრიდან მოშორებით გავიდნენ. ქალაქში მუშაობს თავშესაფარიც. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წვიმა კვლავ შენარჩუნდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"