"მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება"

"მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება"

მესმის ზაზა სარალიძის ტკივილი, ვიცი, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ჩემს ოჯახსაც გამოვლილი აქვს ეს უბედურება და მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, "გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უტიფარი წევრები ცდილობენ ამ ოჯახის ტრაგედია თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ".

"თან არჩევნები ახლოვდება და ამ თემის გამოყენებას ცდილობენ. მათ მორალური უფლება არ აქვთ ამ ყველაფერზე ილაპარაკონ. ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას, ტკივილს და უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუმცა, ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ ამის უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვის ნიშნები, ამ კითხვებს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა პროკურატურის მხრიდან. თუ იყო გაურკვევლობა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორებადია. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არა აქვს უფლება ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე. ესენი არიან რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის სახელზე არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ იცის წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო", - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები