იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ყველაფერი აქვს, რაც ნატო-ს წევრობისთვისაა საჭირო

იენს სტოლტენბერგი - საქართველოს ყველაფერი აქვს, რაც ნატო-ს წევრობისთვისაა საჭირო

საქართველოს ყველაფერი აქვს, რაც ნატო-ს წევრობისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

„საქართველოს უკვე ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა, რათა ნატო-ს წევრი გახდეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნატო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს ქმედებებს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

„ჩვენ ჯერ არ დაგვიზუსტებია ნატო-ს სამიტის ყველა ელემენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნატო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავი ზღვა არ იყოს რეგიონი, რომელშიც დომინირებს ერთი ქვეყანა, რუსეთი" - ნატოს გენმდივანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"