როგორ იყენებდნენ წითელ ღვინოს ხალხურ მედიცინაში?

როგორ იყენებდნენ წითელ ღვინოს ხალხურ მედიცინაში?

საქართველოს მიწა მრავალ არქეოლოგიურ საიდუმლოებას ინახავს, რომლის დიდი ნაწილი მევენახეობისა და მეღვინეობის დიდ კულტურას უკავშირდება. სამარხებში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის ქვევრის, ფიალის, დოქის, საწნახელისა თუ სხვა ღვინოსთან დაკავშირებული ნივთის ნაშთები ნათლად მოწმობენ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობას ათასწლეულების წინაც მისდევდნენ და ეს კულტურა ყოფა-ცხოვრების მუდმივი ნაწილი იყო. აღსანიშნავია, რომ ძველი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა ასევე ინახავს საქართველოში ღვინით მკურნალობის, ანუ ენოთერაპიის საიდუმლოებებსაც.

ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, საქართველოში ერთ-ერთ უძველეს, ნატურალურ სამკურნალო საშუალებად ყურძნის ღვინო ითვლებოდა. ცნობილია, რომ ღვინის სამკურნალოდ გამოყენებას უძველესი ტრადიცია აქვს. ჰომეროსი "ილიადაში" ორ მეომარ ექიმს იხსენიებს - მახაონსა და პალადირს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ, აგრეთვე ღვინით უმუშავებდნენ ჭრილობებს. ცნობილი რომაელი ექიმი კლავდიუს გალენა დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ კი ღვინის ხსნარში დასველებულ საფენებს იყენებდა.

ბუნებრივია, რომ ვაზისა და ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც, ღვინის სამკურნალოდ გამოყენების ტრადიციას საუკუნოვანი ფესვები გააჩნია, რასაც როგორც ეთნოგრაფიული მასალა, ისე წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ხალხურ მედიცინაში ღვინით მკურნალობა მევენახეობის გავრცელების ზოლშია მოქცეული, თუმცა ვაზის კულტურა არც მთის მოსახლეობისთვის იყო უცხო - მათ ბარში ჰქონდათ "ხატის ვენახები". განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს