თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება

თოვლის გუნდას განახლებული მულტფილმი ბავშვების გულის დასაპყრობად ემზადება

გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა... საინტერესოა, ვინ დაუმეგობრდება და ვინ ეთამაშება ახალ, გათანამედროვებულ გუნდას, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოჩნდება.

”პალიტრა ლ“ -ის დაკვეთით ანიმაციური სტუდია „Snow Label“ ყველასთვის საყვარელი გმირის და მულტფილმის განახლებაზე მუშაობს. ანიმაციაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, ამჟამად მისი არანჟირება მიმდინარეობას და სულ მალე შეეძლება მაყურებელს მისი ეკრანებზე ხილვა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუ როგორი იქნება ანიმაციის სცენარი და განსაკუთრებით, ფინალი, იქნება ის ისეთივე სენტიმენტალური, როგორც ძველი გუნდა თუ განახლებულ პერსონაჟს უფრო ხალისიანი როლი ექნება.

თითქმის 35 წელი გავიდა გუნდას პირველი მულტფილმის შექმნიდან და ის დღემდე დიდებისა თუ პატარების საყვარელ გმირად რჩება. ფუმფულა და საყვარელი გუნდა ერთნაირად უყვარს როგორც უფროს თაობას, რომელიც ამ მულტფილმთან ერთად გაიზარდა, ისე ბავშვებს. თუმცა ანიმაცია წლების წინ არის შექმნილი და მისი ხარისხი თანამედროვე მულტფილმების ხარისხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „პალიტრა ლ“ - მა ანიმაციის გათანამედროვება. ეს გუნდას გაცოცხლების პირველი შემთხვევა არაა. 3 წლის წინ მაღაზიის დახლებზე პირველად გამოჩნდა გუნდას ფუმფულა მუსიკალური სათამაშო. რასაც გუნდას თემაზე შექმნილი წიგნებისა და სხვა საბავშვო ატრიბუტიკის შექმნა მოჰყვა. "პალიტრა ლ"-ის მიზანი ქართული პერსონაჟების მაქსიმალური პოპულარიზაციაა.

ანიმაცია ახლო მომავალში გამოჩნდება ეკრანებზე და მალე გაიგებთ, როგორია ახალი, ფუმფულა და თანამედროვე თოვლის გუნდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს