ბენიამინ ნეთანიაჰუ - სირიის ნებისმიერ ნაწილში ირანის ყოფნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი

ბენიამინ ნეთანიაჰუ - სირიის ნებისმიერ ნაწილში ირანის ყოფნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი

ისრაელი სირიის ტერიტორიაზე ირანის ნებისმიერი სახით ყოფნას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: სირიის ნებისმიერ ნაწილში ირანის ყოფნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ეს ასევე ახლო აღმოსავლეთში რიგი სხვა ქვეყნების პოზიციაც არის“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ „მომდევნო კვირას ევროპაში შეხვდება ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონსა და ტერეზა მეის, რათა ირანის ექსპანსიის წინააღმდეგ ნაბიჯები განიხილოს“.

„იყო დრო, როდესაც ჩვენ მარტონი ვიყავით ჩართულნი ამ კამპანიაში, თუმცა სიტუაცია ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა“, - განმარტა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა ასევე დასძინა, რომ „თეირანის რეჟიმი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მთავარი საფრთხეა და რომ კამპანია ამ აგრესიის წინააღმდეგ ჯერ დასრულებული არ არის“.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"