"რეზონანსი" - ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა შეიძლება 80 თეთრამდე გაძვირდეს

"რეზონანსი" - ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა შეიძლება 80 თეთრამდე გაძვირდეს

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს. მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. "მარშრუკტების" უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ გამოთქვამენ, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს კი ფასის მატების მოლოდინი აქვთ.

დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროსთვის ერთიანი საბარათე სისტემის შემოღება დააანონსა. ამასთან, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. სწორედ ეს პროცესი წარმოშობს კითხვებს, როგორ მოხდება ერთიან საბარათე სისტემაში სხვადასხვაფასიანი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, გადაჯდომის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში სარგებლობს მოქალაქე უფასო გადაადგილების შესაძლებლობით. თუკი ამ სისტემაში "თბილისის მიკროავტობუსიც" ჩაერთო, უცნობია, ბარათზე 30 თეთრი ფასში სხვაობა როგორ აისახება. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულებასთან გათანაბრდეს. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ყვითელი ავტობუსების სუბსიდირებას სულ უფრო მეტი თანხა სჭირდება ბიუჯეტიდან.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბიუჯეტიდან ისედაც დიდი ფული იხარჯება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მერიამ დოტაცია გაზარდოს. მეტროს მემანქანეების გაფიცვის საფრთხის წინაშე მდგარმა მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიუჯეტს არ აქვს სახსრები, დამატებითი ხარჯი გასწიოს. ერთიანი საბარათე სისტემის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსის" დამატებით კითხვებს არ უპასუხეს მერიის პრესსამსახურში და კახა კალაძის ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ