როგორ იმოქმედებს 29 მაისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და როგორია კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

როგორ იმოქმედებს 29 მაისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და როგორია კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრო-მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრო-მოვლენებია სავსემთვარეობა მშვილდოსანში და მერკურის გადასვლა ტყუპებში. 29 მაისს, ოთხშაბათს სავსემთვარეობის დღე დგება. სავსემთვარეობა ყოველთვის მზისა და მთვარის ზუსტ ოპოზიციას ემთხვევა ხოლმე, ეს მომენტი ამჯერად მთვარის მშვილდოსნის მე-9 გრადუსზე გადასვლისას, საღამოს 18:19 წუთზე დადგება. თუმცა, რასაკვირველია, მისი ზეგავლენა წინა და მომდევნო დღეებშიც შესამჩნევი იქნება. ეს სავსემთვარეობა მშვილდოსანი-ტყუპის ღერძზე ხდება, და მაშასადამე ისეთ თემებს წამოწევს წინ, როგორიცაა განათლების მიღება, უცხოეთში გამგზავრება, შორი და ახლო კონტაქტები, საჭირო კავშირებისა და ინფორმაციის მოძიებისკენ ლტოლვა. ეს ტენდენცია მომდენო მთვარის ფაზამდე ანუ ახალმთვარეობამდე შენარჩუნებული იქნება. მის ზეგავლენას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ტყუპები და მშვილდოსნები იგრძნობენ, ასევე ის ადამიანებიც, ვისაც სხვა პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ამ ნიშნების 7-10 გრადუსის ფარგლებში ჰყავთ განლაგებული.

უშუალოდ ამ 3 დღის მანძილზე კი მთვარისა და მარსის სექსტილი აქტიურობისაკენ გვიბიძგებს, საღამოს საათებში კი სავსემთვარეობის ოპოზიციას ნეპტუნთან კვადრატი დაემატება და შესაძლოა გუნება-განწყობა გაგვიფუჭდეს, დაღლილობა ვიგრძნოთ და აქტიურობა მოდუნებების სურვილმა და პასიურობამ ჩაანაცვლოს. მთლიანობაში დღე პოზიტიურია, რასაც ცაზე დიდი ტრინის არსებობა განაპირობებს, რომლის მონაწილენიც არიან - იუპიტერი, ნეპტუნი და ვენერა. მათი ურთიერთჰარმონიული განლაგების მეშვეობით, ხელშეწყობა იქნება მოსალოდნელი ყველა იმ საქმეში, რომელიც წარსულში წამოვიწყეთ და დასრულებას ელის ჩვენგან. განსაკუთრებით კი, თუ საქმე სასიყვარულო ურთიერთობას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ან ზედა ეშელონებთან საქმიან კონტაქტებს შეეხება. საამისოდ კარგ რჩევებსაც მიიღებთ და თანადგომასაც. ეს კონფიგურაცია საკმაოდ დიდხანს, 4 ივნისის ჩათვლით იქნება შენარჩუნებული ცაზე და სხვა, ნეგატიური ასპექტების ზეგავლენას დააბალანსებს. თუმცა, პრინციპში, ამ კვირაში ასეთი მხოლოდ ერთი - მზისა და ნეპტუნის კვადრატურა გვექნება. თუმცა ეს ასპექტი სრული დატვირთვით მხოლოდ მომავალი კვირიდან იმუშავებს...

30-ში კი ოთხშაბათს, მერკური კუროს ზოდიაქოდან ტყუპების ნიშანში გადაადგილდება და ორი კვირის მანძილზე თავის სამფლობელოში იქროლებს ნიავ-ქარივით, ამ ხნის მანძილზე ის, მართლაც რომ, ნიავივით მოჰბერავს ახალ-ახალ იდეებს, აზრებს, გაგიჩენთ სურვილს მოინახულოთ ნაცნობები, ბავშვობის მეგობრები, თანაკლასელები თუ ბიძაშვილ-მამიდაშვილები, კოლეგებთან ერთად დაგეგმოთ ექსკურსია სადმე ახლო-მახლო, ან შინაურებთან ერთად მოაწყოთ ქალაქგარეთ მცირე პიკნიკი. მგზავრობის დროს, შესაძლოა, ახალი ნაცნობობაც გავიჩინოთ.

ამ მერკურის წყალობით ადამიანებში კომუნიკაციის წყურვილი იზრდება, ჩვენ ყველანი უფრო თავისუფლად ვპასუხობთ შემოთავაზებულ კონტაქტებს, ვამყარებთ ახალ ურთიერთობებს, ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, სხვებზე, გარემოზე, ყველაფერზე, რაზეც კი თვალი და ყური მიგვიწვდება და ოდნავ საინტერესოდ ვთვლით. შედეგად, რაღა თქმა უნდა, იმატებს ინფორმაციის მოცულობა, მაგრამ ეს ახალი ამბები, შესაძლოა, იმდენად გაფანტული იყოს, რომ დიდხანს არც გაჩერდეს ჩვენს მეხსიერებაში; თუმცა მათ, ვისაც ტრანზიტული მერკური ნატალურ პლანეტებთან დაძაბულ ასპექტებს შეუქმნის, შესაძლოა არასახარბიელო მომენტებთან მოუწიოთ შეჯახება, მაგალითად, არაა გამორიცხული წვრილმანი ქურდობა, ჭორაობის ობიექტად ქცევა, ან ორპირობასთან და სიცრუესთან დაპირისპირება. შესაძლებელია, ვინმემ თქვენით მანიპულირებაც სცადოს, ამიტომ იყავით ფხიზლად...

ეს პერიოდი სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს ემთხვევა და სასიკეთოდ წაადგებათ მათ, რადგან ინფორმაციის გადამუშავება და ათვისება მერკურის ტყუპებში მოძრაობის დროს ძალიან გაიოლებულია.

1 ივნისს ღამით მთვარისა და სატურნის შეერთება, ვფიქრობ, ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს, სეზონის დასაწყისში ასეთი მაჩვენებელი არ გამორიცხავს, რომ ზაფხული საკმაოდ გრილი დაგვიდგეს, ყოველ შემთხვევაში, ივნისის თვე მაინც... მთლიანობაში, როგორც ნახეთ, ეს კვირა ძალზე პოზიტიურია, რაც ამ დაძაბულ სამყაროში მართლაც იშვიათად ხდება ხოლმე. ამიტომ დავეშუროთ, მოვასწროთ რაც მოსასწრებია. გამოვიყენოთ კოსმოსის კეთილგანწყობა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს