როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ვიდეოს, სადაც ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის აღების პროცესია გადაღებული

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" ვიდეოს, სადაც ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის აღების პროცესია გადაღებული

28 მაისს, გვიან ღამით, აჭარის ტელეკომპანია tv12-მა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაღებული კადრები გაავრცელა. მათი მტკიცებით, ვიდეოში ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთ პრობაციონერზე ძალადობა იყო აღბეჭდილი.

კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში საგანგებო განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტეს, რომ ვიდეოში, ყაჩაღობაში ბრალდებული პირისთვის, დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღების პროცესია გადაღებული, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობა იქნა გაწეული.

"საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად" - აღნიშნეს უწყებაში. მათივე ინფორმაციით, პრობაციონერი, რომელიც კადრებში ჩანს გარდა ყაჩაღობისა, სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებშიც არის ბრალდებული.

წაიკითხეთ: შსს-ს საგანგებო განცხადება გავრცელებულ კადრებზე

გავრცელებულ კადრებსა და შსს-ში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ:

ამირან სალუქვაძე, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში:

პატივცემულებო, ან დაამტკიცეთ რასაც საუბრობდით, ან ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას სიცრუის ტირაჟირებისთვის და შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის.

ადვოკატმა ხომ კარგად იცოდა თუ რაც ხდებოდა? დნმ-ის ძალის გამოყენებით აღების კანონიერ პროცედურას როცა ასაღებთ ისე, როგორც გაასაღეთ, ამას როგორც მინიმუმ, ადვოკატის მიმართ, თუნდაც ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან უნდა მოჰყვეს შეფასება.

ასევე, არა მგონია ჟურნალისტიკასთან გვქონდა საქმე, თუ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გადავიკითხავთ.

ველოდები სოც. ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბიდიშებს და შეფასებებს.

P.S. კიდევ ერთხელ განვმარტავ:1. ეჭვმიტანილის ბრალეულობაზე იმსჯელებს სასამართლო2. ადვოკატის მიმართ პრეტენზია იმ კუთხით არ მაქვს, რომ თავის კლიენტს იცავს. უნდა დაიცვას, აბა რა უნდა ქნას? ადვოკატმა შესაძლოა სერიული მკვლელის გამართლებაც შესძლოს, ესაა მისი პროფესია.3. პრეტენზია მაქვს ჟურნალისტის და ადვოკატის მიმართ იმ კუთხით, რომ მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს და შეადარეს ე.წ. ციხის ანუ წამების კადრებთან.

ლევან ჯიბღაშვილი, მსახიობი:

შეილძელაბა ყოველდღე ყველა არაკომპეტენტური ასწავლიდეს პოლიაციას ვინ როგორ დაიჭიროს და სად რა ღონისძიება ჩაატაროს და რაც ყველაზე მთავარია შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება!

კონსტანტინე გამსახურდია, ისტორიკოსი:

ამ შემთხვევაში შსს 100 პროცენტიანია. იღებენ დნმ-ისთვის სინჯს. ეს ტიპი არის მაღალი ალბათობით ყაჩაღი.

ჰოდა მავანთ დაანებონ თავი ამ ცრუ-ლიბერალურ მიდგომებს. ყაჩაღების ფეხქვეშ მიწაც დამწვარა! ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სახელმწიფოს ჩამოშლაზე მუშაობთ. რა ვქნათ ახლა, "ბულიონჩიკები" ვასვათ ამას და ვუყუროთ, როდის ინებებს დნმ-ს ანალიზებისთვის სინჯის ჩაბარებას?

გენერალი, მალხაზ თოფურია:

ტიპი, რომელიც ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი ცოცხალი თავით არ აძლევს დნმ ანალიზის აღების საშვალებას, "ეს მისი უფლებაა", სამედიცინო პერსონალი და ძალისმიერი სტრუქტურები იძულების წესით, ყოველგვარი გადამეტებული ძალის გამოყენების გარეშე,იღებენ ამ ანალიზს, "ეს მათი ვლდებულებაა" ამოცანა გვეკითხება? რამდენი ინტელექტ დაქვეითებულია საქართველოში, ვინც ამ არასასიამოვნო, მაგრამ სრულიად ლეგიტიმურ პროცედურას , ნაციონალური ინტერპრეტირებით "სადიზმს" უწოდებს და იკითხავს "რა შეიცვალა? " და რამდენია ამ აიქიუ შეზღუდულში " ნომრიანი ჩასაფრებული"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს