რა კომენტარს აკეთებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი სირიის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებაზე"

რა კომენტარს აკეთებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი სირიის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარებაზე"

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა იანოშ ჰერმანმა განცხადება გააკეთა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ საქართველოს პოზიცია გაგვაცნო. ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აქედან გამომდინარე, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი უკვე დიდი ხანია მტკიცედ ატარებს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები