ავარია ლაგოდეხში - შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ავარია ლაგოდეხში - შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ბაისუბანში, დღეს გამთენიისას, მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია