"გწერთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი დედა..." - ოჯახი 9 წლის სანდრო მეგრელიშვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

"გწერთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი დედა..." - ოჯახი 9 წლის სანდრო მეგრელიშვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

9 წლის თბილისელი ბიჭუნა - სანდრო მეგრელიშვილი გადარჩენისთვის იბრძვის. მას ქართველმა ექიმებმა ცოტა ხნის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, რომლის მკურნალობას საზღვარგარეთ კოლოსალური თანხები სჭირდება. სანდროს ოჯახი დახმარებისთვის მოქალაქეებს მიმართავს:

"გწერთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი დედა, თაკო თეზელაშვილი, რომელსაც თქვენი განუსაზღვრელი სიკეთის, გულისხმიერებისა და გულმოწყალების იმედი აქვს. ჩემს 9 წლის ბიჭს, სანდრო მეგრელიშვილს, დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია შერეული ფორმით. მკურნალობა სასწრაფოდ დავიწყეთ გერმანიაში, სადაც მისი გადარჩენის შესაძლებლობა დიდია.

სანდროს უკვე უტარდება ქიმიოთერაპია. უცხოეთში მკურნალობა არ გვიფინანსდება, ამიტომ იძულებული ვართ, დახმარება კეთილ ადამიანებს ვთხოვოთ.

ნუ დაგვძრახავთ, თუ თქვენს უამრავ შემწუხებელთა რიგში ჩვენც ჩავდექით... სამკურნალო თანხა ძალიან დიდია - შეადგენს 100 000 ევროზე მეტს, რომლის გადახდაც ერთი ოჯახის, თუნდაც ერთი მდიდარი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ ყველა ნაცნობ-უცნობის შეწუხება გვიხდება და ისინიც შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან, გვირიცხავენ თანხას ანგარიშზე

უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას, რამდენსაც შეძლებთ, როგორც შეძლებთ. თუ მოიცლით, პირადადაც შეგხვდებით და საბუთებს წარმოგიდგენთ.

უდიდესი პატივისცემით, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი დედა - თაკო თეზელაშვილი"

დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ, ან ჩარიცხონ თანხა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

მაგთი / ჯეოსელი 0 901 700 332 - ზარის ღირებულება 1

Bank of Georgia: GE32BG0000000285187800

SWIFT: BAGAGE22

TBC Bank: GE37TB7287945061600019

SWIFT: TBCBGE22

მიმღები: ლევან მეგრელიშვილი

ტელ: 599 230 325

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ