იზრდება თუ არა დედაქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური - კახა კალაძის კომენტარი

იზრდება თუ არა დედაქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური - კახა კალაძის კომენტარი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.

„მინდა შევეხო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებას, რაც არის სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, რომ მათი ლიდერების ტრიბუნაა, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძილიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები