Readersland.ge-ის განსაკუთრებული შეთავაზება წიგნების ფესტივალზე

Readersland.ge-ის განსაკუთრებული შეთავაზება წიგნების ფესტივალზე

დღეს წიგნების ფესტივალი დაიწყო. ეს არის ღონისძიება, რომელსაც წიგნის მოყვარულები მთელი წელი ელიან და ამზადებენ დიდ ჩამონათვალს იმ წიგნებისას, რომელსაც ფესტივალზე განსაკუთრებულ ფასად შეიძენენ და მთელი დღის განმავლობაში ეყოფათ საკითხავად.

წლევანდელ წიგნების ფესტივალს განსაკუთრებული ფასდაკლებით შეხვდა წიგნების ყველაზე დიდი ფასდაკლებების საიტი Readersland.ge. კომპანია ”პალიტრა კლასიკისა” და ”ორენოვანი კლასიკის” სერიის წიგნები წიგნის ფესტივალის ფარგლებში 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. წიგნების ყიდვა შესაძლებელია როგორც წიგნის ფესტივალზე Readersland.ge-ს სტენდზე, ისე ონლაინ. ეს შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ფესტივალზე წასვლას ვერ ახერხებს. Readersland.ge-ის საშუალებით, ისინი წიგნს ონლაინ შეიძენენ და კურიერი მას სასურველ ადგილზე მიუტანს.

Readersland.ge 2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საზოგადოებას ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად წიგნებს განსაკუთრებლი ფასდაკლებით სთავაზობს. კომპანიის მისიაა, კითხვის მოყვარულებს შეუქმნან სასურველი წიგნების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძენის მრავალფეროვანი შესაძლებლობები ინტერნეტის საშუალებით.

”ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ მომხმარებლის სურვილებს და მოთხოვნებს. გთავაზობთ კონკურენტულ და სამართლიან და ყველაზე დაბალ ფასებს. ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ სასურველი პროდუქტი შეიძინოთ მინიმალურ ფასში. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, წიგნების და სხვა პროდუქტის შეძენა ჩვენთან მარტივი და კომფორტულია. აღნიშნულის წინაპირობაა რეგისტრაციის და გადახდის პროცედურის სიმარტივე და გადახდის არხების მრავალფეროვანი არჩევანი,” - აცხადებენ კომპანიაში.

საიტზე შეძენილი წიგნების გატანა ხდება ”ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელიდან. საკურიერო მომსახურება კი მოქმედებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

Readersland.ge, რომელიც უკვე ტრადიციულად მონაწილეობს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, წელსაც გელოდებათ ყველაზე მოთხოვნადი წიგნებით. შეიძინეთ 31 მაისიდან 3 ივნისამდე ფესტივალზე "მსოფლიო კლასიკისა" და "ორენოვანი კლასიკის" სერიები -50% ფასდაკლებით Readersland.ge - ს პავილიონში!

იხილეთ წიგნების ჩამონათვალი ლინკზე: http://www.readersland.ge/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს