ირაკლი შოთაძე: "მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ არაფერს ვემალებით"

ირაკლი შოთაძე: "მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ არაფერს ვემალებით"

მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებამ ამ დროისთვის ყველაფერი გააკეთა.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე.

საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა და ხაზი გავუსვა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი. როგორც იცით, ეს სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ბრალდებულებს ეხება, შესაბამისად, კანონით დადგენილი არის შეზღუდული ვადა - 40 დღიანი ვადა და ეს გამოძიება 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ვერ გაგრძელდებოდა ეს ვადა, საქმე გადაიგზავნა სასამართლოში არსებითი განხილვისთვის.

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით არსებითი განხილვის შედეგებს, თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება და არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო. სწორედ იმისთვის არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართლმასაჯულების პროცესი აღსრულდეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს