პარლამენტისკენ მიმავალ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით ხვდებიან - კადრები თბილისის ქუჩებიდან

პარლამენტისკენ მიმავალ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით ხვდებიან - კადრები თბილისის ქუჩებიდან

პროკურატურიდან პარლამენტისკენ წამოსულ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით აცილებენ. მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს მანქანის საყვირებით აცილებენ და ტაშს უკრავენ. მსვლელობის მონაწილეები ასევე სკანდირებენ - "გამოდით" და ამით ისინი მოსახლეობას პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ასევე, მოქალაქეთა ნაწილი თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან უერთდებიან მსვლელობას, რომელსაც წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიუძღვება. ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, მოძრაობა დროებით გადაიკეტა სანაპიროზე, ბარათაშვილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე.ამ წუთებში აქციის მონაწილეები "თავისუფლების მოედანზე" არიან და პარლამენტის შენობის წინ მიემართებიან, სადაც პროკურატურასთან დაწყებული აქცია განახლდება.

ნახეთ ვიდეო: რა ხდება თბილისის ქუჩებში, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერები მსვლელობას აწყობენ - მანქანებიდან ხალხი გადმოდის და აქციას უერთდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი