გია ხუხაშვილი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე - საკმაოდ კვალიფიციური ადამიანია და ვფიქრობ, არანაირი ლოგიკით მას ასეთი განვითარება არ უნდა დაეშვა

გია ხუხაშვილი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე - საკმაოდ კვალიფიციური ადამიანია და ვფიქრობ, არანაირი ლოგიკით მას ასეთი განვითარება არ უნდა დაეშვა

ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის პრობლემის გადაწყვეტა, ეს სისტემა უნდა დაინგრეს და რაღაც ახალი აღმოცენდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სამართალდამცველი სისტემა უნდა გაიწმინდოს იმ კადრებისგან, რომლებიც დანაშაულებრივ დავალებებს ასრულებდნენ.

„ირაკლი შოთაძის გადადგომა, ერთი მხრივ, მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მისი გადადგომა არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ირაკლი შოთაძე საკმაოდ კვალიფიციური ადამიანი იყო და მე ვფიქრობ, რომ არანაირი ლოგიკით მას ასეთი განვითარება არ უნდა დაეშვა. საქმე იმაში გახლავთ, რომ სამართალდამცავი სისტემა, პროკურორები და მოსამართლეებიც დიდწილად არიან მანკიერი კოლექტიური მურუსიძის მძევლები. მათ აღარ შეუძლიათ ნორმალურად ფუნქციონირება. არის ძალიან ბევრი შიდა ვალდებულება, ურთიერთკომპრომეტირების მუქარა და ა.შ. პრობლემა ბევრად უფრო ღრმა და მასშტაბურია. ეს სისტემა აშენებულია რეჟიმის დანაშაულზე და ეს სისტემა უნდა დაინგრეს და რაღაც ახალი უნდა აღმოცენდეს, რომელიც არ იქნება დატვირთული მრავალწლიანი საერთო დიდი დანაშაულით. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ძალიან რადიკალური ნაბიჯები იმისათვის, რომ ხალხში სამართლიანობის განცდა აღადგინოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები