ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

რდილოეთ კორეა და რუსეთი მიმდინარე წლის განმავლობაში უმაღლესი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა მიეძღვნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70-ე წლისთავს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებას 31 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებისას მიაღწიეს ფხენიანში. მხარეები შეთანხმდნენ გაააქტიურონ ურთიერთობები უმაღლეს დონეზე და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ლავროვთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის მისწრაფება ბირთვული განიარაღებისკენ უცვლელია. მან ასევე გამოხატა სურვილი, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი შეერთებულ შტატებთან როგორც აღნიშნულ, ისე ორმხრივი უერთიერთობების ნორმალიზაციისთვის.

შეხვედრა ლავროვსა და კიმ ჩენ ინს შორის სეულსა და ფხენიანს შორის ბოლო დროს გააქტიურებული დიალოგის ფონზე გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინს ლავროვმა ვლადიმერ პუტინის გზავნილი გადასცა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"