ესპანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ესპანეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობას, რომელსაც მარიანო რახოი ხელმძღვანელობდა, უნდობლობა გამოუცხადა. ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ ლიდერი პედრო სანჩესი აირჩიეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 180-მა დეპუტატმა დაუჭირა, 169 წინააღმდეგი წავიდა, ერთმა კი, თავი შეიკავა.

უნდობლობის გამოცხადების მიზეზი გახდა ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილება „გიურტელის“ ანტიკორუფციულ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მარიანო რახოის „სახალხო პარტიასთან“ დაკავშირებული ათეულობით პირი სასამართლომ თაღლითობაში, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში და ფულის გათეთრებაში დამნაშავებად ცნო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"