გიორგი გახარია პარლამენტთან მისვლას არ გეგმავს, შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

გიორგი გახარია პარლამენტთან მისვლას არ გეგმავს, შსს ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მინისტრი გიორგი გახარია აპირებს მისვლას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, აქციაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ პარლამენტის აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობასთან შს მინისტრი გიორგი გახარია აპირებს მისვლას.

როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივა პარლამენტის შენობასთან. კუპრავამ ყველა შვილმკვდარ ოჯახს მიმართა მიკროფონთან მივიდეს, რადგან მათ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება ექნებათ შს მინისტრთან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი