ალეკო ელისაშვილი - მინდა, ზაზა სარალიძე "ნაციონალური მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა

ალეკო ელისაშვილი - მინდა, ზაზა სარალიძე "ნაციონალური მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა

მე მინდა, რომ ზაზა სარალიძე "ნაციონალურო მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის თქმით, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ზაზა სარალიძეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად იყენებს, რაც დაუშვებელია.

"მე მოვედი არა კონსულტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძე ვნახო. სამწუხაროდ, ის არც კარავშია და ტელეფინიც გამორთული აქვს. მე მინდა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მძევლობიდან დავიხსნა. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ტკივილს აშკარად იყენებს რევოლუციის დასაწყებად. ეს დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარება "ქართულ ოცნებას" გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, მთავარი პროკურორად წარადგინონ ან ანა დოლიძე ან შალვა შავგულიძე. მისი თქმით, ეს განმუხტავს სიტუაციას. "თუკი ოცნებაში ოდნავ მაინც ჭკუა აქვთ, დაუყოვნებლივ, დღის ბოლომდე უნდა დაასახელოს მთავარ პროკურორად ან შალვა შავგულიძე ან ანა დოლოძე, თუ უნდათ რეალურად სიტუაციის განმუხტვა", - აღნიშნა ელისაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები