საქართველოში ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში ზაფხული ნორმაზე ცხელი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს.

აღნიშნულ რეგიონებში, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექები, ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექები 45%-იანი ალბათობით ნორმაზე ნაკლები იქნება.

ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმა საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +23, მთაში +17, +20, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.

ზაფხულის სეზონზე ნალექების ნორმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500-580 მმ, კოლხეთის დაბლობზე 250-500 მმ, მთაში 220-260 მმ, მაღალ მთაში 300-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მთასა და მაღალ მთაში 190-300 მმ - ის ფარგლებშია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ