გაიცანით რაჭველი სტუდენტი, რომელიც მშობლიურ სოფელში "ბუგეულში" ღვინოს ქვევრებში აყენებს

გაიცანით რაჭველი სტუდენტი, რომელიც მშობლიურ სოფელში "ბუგეულში" ღვინოს ქვევრებში აყენებს

ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ჭელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალგაზრდობაშივე გაიგო ქართული ღვინის ხიბლი და რაჭაში, მშობლიურ სოფელ "ბუგეულში" ხარისხოვანი რაჭული ღვინის დაყენება და რაც მთავარია, ბოთლში ჩამოსხმა გადაწყვიტა. გიორგი სტუდენტია და შესაბამისად, დროის სიმცირეს განიცდის. თუმცა ამის მიუხედავად, იგი თავისუფალ დროს რაჭაში მიდის და ვენახსა და ღვინოს უვლის. მისთვის ეს საქმე არა მხოლოდ წინაპრების პატივისცემას უკავშირდება, არამედ გიორგის სურს, რომ ამოიცნოს ქართული ვაზისა და ღვინის დიდი და ღრმა შესაძლებლობები.

გიორგი ჭელიძე, მევენახე-მეღვინე: "ჩვენს მარანში არსებული ქვევრების შესახებ ბებია ხშირად მიყვება, იგი ყოველთვის იხსენებს, რომ ეს ქვევრები მამამისმა მის ღრმა ბავშობაში "შროშიდან" მოიტანა, ხოლო შემდგომ ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ისინი ახალ სახლში გადმოიტანეს. შესაბამისად, ამ ქვევრებს დაახლოებით 85-90 წლიანი (დაახლოებით, რა ასაკისაც ჩემი ბებიაა) ისტორია გააჩნიათ. ამიტომაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღვინის წარმოება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ალბათ დაინტერესდებოდით, ამდენი წლის ქვევრებში ღვინოს ისევ ვაყენებთ თუ არა - დიახ ვაყენებთ.

- როდის გადაწყვიტეთ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა?

- რაც შეეხება ბოთლში ჩამოსხმას, ამ უკანასკნელს ხელი დაახლოებით 7თვის წინ მოვკიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო, მაინც გავბედე. ამის მიზეზი, რამდენიმე ფაქტი გახლდათ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ