ავარია თელავში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა

ავარია თელავში მსხვერპლით დასრულდა, დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა

თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. თბილისის გზატკეცილზე მოძრავი "გოლფის" მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება.

ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია