ირაკლი შოთაძის გაცილება - ყოფილი მთავარი პროკურორი თანამშრომლებს დაემშვიდობა

ირაკლი შოთაძის გაცილება - ყოფილი მთავარი პროკურორი თანამშრომლებს დაემშვიდობა

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე და მართლმსაჯულების აღსასრულებლად თითოეული თანამშრომელი მუხლჩაუხრელად შრომობდა.„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასასრულს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები