არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობის“ წევრებს - ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობის“ წევრებს - ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან

ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან - თქვენ ვერასოდეს ვერ იქნებით ერთი და იგივე, - ამ განცხადებით უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა.

თალაკვაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შეახსენა, რომ ისინი თავდაპირველად მხარს უჭერდნენ კომისიის შექმნის მოთხოვნას, თუმცა პოზიცია ნახევარ საათში მას შემდეგ შეცვალეს, რაც უმრავლესობამ კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“ზაზა სარალიძე არის ადამიანი, რომელიც სამართლიანობას ითხოვს, თქვენ კი ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყნის ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ - ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებს. სრული სიცრუეა დროის გაჭიანურებაზე საუბარი, რადგან ამ საქმეზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს და ეს დრო ისედაც საჭირო იქნება, ვიდრე სასამართლო სხდომები საბოლოოდ დასრულდება. სახეზეა პოლიტიკური ფარისევლობა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვის უნდა ამ საქმეში სიმართლე“, - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დრობითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

თალაკვაძემ ოპოციზიას ასევე მიმართა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მათი ხელწამოსაკრავი არ არის და წულუკიანზე საუბარს სჯობს, საქართველოში მათი იუსტიციის მინისტრი ჩამოიყვანონ და მან გასცეს პასუხები საზოგადოებასა და მართლმსაჯულებას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები