ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დამტკიცდა - გაეცანით შემადგენლობას

ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დამტკიცდა - გაეცანით შემადგენლობას

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა. კომისიის შექმნის დადგენილებას 95-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის ერთმა წევრმა კომისიის წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე კენჭი ეყარა კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს, სადაც ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ სერგი კაპანაძე 91 ხმით აირჩის. ადა მარშანიას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

17-კაციან კომისიაში უმრავლესობით - 9 წევრით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“ წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით. კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.

“ევროპული საქართველოდან“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ - ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები