გაიცანით, სოსო პავლიაშვილის მომღერალი ვაჟი და მოცეკვავე გოგონები

გაიცანით, სოსო პავლიაშვილის მომღერალი ვაჟი და მოცეკვავე გოგონები

როგორც იცით, მომღერალი სოსო პავლიაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ იქ მეორე ოჯახიც შექმნა - 16 წლით უმცროსი მოცეკვავე ირინა პატლახი შეირთო ცოლად. მასთან ორი ქალიშვილი გაუჩნდა - სანდრა და ლიზა. ვაჟი ლევანი, რომელიც პირველ ცოლთან ჰყავს, მალევე წაიყვანა რუსეთში, იქ მიაღებინა სამხედრო განათლება. ახლა მამის რესტორანში მამის სიმღერებს მღერის და საოცრად ჰგავს მამას. პავლიაშვილის ქალიშვილები ქართულ ხალხურ ცეკვებზე დადიან. 26 მაისს მომღერალმა სპეციალური ვიდეოც ჩაწერა, რომელზეც ჩანს, მისი უმცროსი ქალიშვილი როგორ ცეკვავს "აჭარულს". სოსოსთან ერთად სცენაზე ხშირად დგას არა მხოლოდ მისი ვაჟი, არამედ მისი ცოლიც. ის ხან ცეკვით უწევს აკომპანემენტს მეუღლეს, ხან მასთან ერთად მღერის.

იხილეთ ფოტოები

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."