როგორია ადამიანის როლი და პასუხისმგებლობა დედამიწის მომავლის განსაზღვრაში? - ენციკლოპედია ”დედამიწის” მე-5 ტომი გაყიდვაშია

როგორია ადამიანის როლი და პასუხისმგებლობა დედამიწის მომავლის განსაზღვრაში? - ენციკლოპედია ”დედამიწის” მე-5 ტომი გაყიდვაშია

როგორია დედამიწისადმი ადამიანების დამოკიდებულება და რა გავლენას ახდენს მასზე ადამიანის სოციალური, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობები? - ამ საინტერესო და მეტად აქტუალურ კითხვაზე ენციკლოპედია ”დედამიწის” მე-5 ტომი ”ადამიანი” მოგითხრობთ. ენციკლოპედიის ხუთტომეული გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” მოამზადა.

სერიის მეხუთე ტომის შეძენა, 11 ივნისიდან გაზეთ ” კვირის პალიტრასთან” ერთად იქნება შესაძლებელი. მისი სპეციალური ფასი 18,5 ლარია, გაზეთთან ერთად კი 20 ლარი.

სერიის პირველი 4 ტომი უკვე გამოცემულია. მათი თემატიკა შემდეგნაირი იყო: დაბადება, ხმელეთი, ჰაერი, წყალი. პროექტის მენეჯერის ანი თოდრიას განმარტებით, წიგნებში მკითხველი უხვად იპოვის როგორც დედამიწისა და მისი წარსულის შესახებ ინფორმაციას, ისე ვიზუალურად მიმზიდველ უამრავ სურათს.

"იყო დრო, როდესაც დედამიწა სამყაროსა და, საზოგადოდ, ყველაფრის ცენტრად განიხილებოდა. ახალმა კვლევებმა და აღმოჩენებმა წარმოდგენები შეცვალა − ახლა ჩვენი პლანეტა მატერიის პაწაწინა ფრაგმენტად განიხილება. შესაბამისად, ისედაც უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს „საზღვრები“ კიდევ უფრო „გაფართოვდა“. სად არის დედამიწის ადგილი ამ უსასრულობაში? სამყაროს გაფართოებამ ხომ არ დაჩრდილა მისი უნიკალურობა? რა შაიცვალა მასზე „დაბადებიდან“ დღემდე? როგორია მისი მომავალი და ამ მომავლის განსაზღვრაში ჩვენი - ადამიანების როლი და პასუხისმგებლობები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ხუთტომეულიდან მიიღებთ. უკვე ხუთივე ტომი ხელმისაწვდომია და მკითხველს შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს დედამიწის შესახებ შესანიშნავად ილუსტრირებული 5 წიგნიდან. ეს არის საუკეთესო კოლექცია, რომელიც შეგიძლიათ, შეიძინოთ თქვენთვის და ასევე, საუკეთესო საჩუქარია ახლობლებისა და მეგობრებისთვის,” - განმარტავს ანი თოდრია.

რაც შეეხება, სერიის წინა წიგნებს:

წიგნი 1 "დაბადება" − მოგვითხრობს, როგორ იზრდებოდა და ფართოვდებოდა სამყარო 13,7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების შემდეგ და როგორ გადაეცა დედამიწას, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში, მზისგან კოლოსალური სიმხურვალე, რომელსაც ჩვენი პლანეტა დღემდე „ინახავს“;

წიგნი 2 "ხმელეთი" – გვიყვება, როგორ ყალიბდებოდა და როგორია ახლა დედამიწის ზედაპირი თუ წიაღი;

წიგნი 3 "ჰაერი" - მოგვითხრობს, როგორ ფორმირდება ატმოსფერული მოვლენები;

წიგნი 4 "წყალი" − ინფორმაციას გვაწვდის უნიკალურ სამყაროზე: მსოფლიოს ოკეანეებზე, მდინარეებსა და ტბებზე;

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს