"ანგელოზივით გოგო მოკლა, თან უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა..." - წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"ანგელოზივით გოგო მოკლა, თან უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა..." - წყალტუბოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ტრაგედია დატრიალდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, სადაც დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 21 წლის ვერონიკა ფხაკაძეს დაეჯახა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ვერონიკა მეგობართან ერთად, მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. საბედნიეროდ, მასთან ერთად მყოფი გოგონა უვნებლად გადარჩა.

მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 21 წლის ულამაზეს გოგონას მთელი სოფელი გლოვობს.

გვესაუბრება სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი:

- უბედურება ტრიალებს ფხაკაძეების ოჯახში, უსაყვარლესი გოგო ყველამ ერთად დავკარგეთ. შეუძლებელია ვერიკოს დედისთვის ნუგეშისცემა, ქალმა ის და მისი და-ძმა თითქმის მარტომ, დიდი წვალებით გაზარდა.

როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შინიდან ნახევარი საათით გასული შვილი, უკან გარდაცვლილი მიუყვანეს. ვერიკო და-ძმებში უფროსი იყო და მათზე დედასავით ზრუნავდა. გოგონა ოჯახს რომ დახმარებოდა, თბილისში წავიდა სამუშაოდ, როგორც შეეძლო დედას მხარში ედგა, როგორც კი დროს ნახავდა, სოფელში გამორბოდა, დედა და და-ძმები ენატრებოდა... განაგრძეთ კითხვა

კახეთი კვლავ "მწვანე ზონაა" - საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არც სიღრმისეული კვლევებით დაუდასტურდა

"ყველაფერზე პრეტენზიული ნუ ვიქნებით, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია" - ცერცვაძე

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე