რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ორი მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ორი მამაკაცი, წინასწარი ინფორმაციით ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, ახლგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

41 და 25 წლის მამაკაცები ცივი იარაღით არიან დაჭრილი. ადგილზე მობილუზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინიო დახმარების ბრიგადები. ორივე დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული, მეორეს კი სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო