მაიკლ პომპეო - აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს კორეის ნახევარკუნძულის სრულ დენუკლეარიზაციას

მაიკლ პომპეო - აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს კორეის ნახევარკუნძულის სრულ დენუკლეარიზაციას

აშშ-ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს კორეის ნახევარკუნძულის სრულ, უეჭველ და შეუქცევად დენუკლეარიზაციას, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდმა წინასწარი ბრიფინგი გამართა. დღეს ჩვენი ელჩი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს ხვდება. ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას კორეის ნახევარკუნძულის სრულ, უეჭველ და შეუქცევად დენუკლეარიზაციისადმი“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის დელეგაციასთან მოლაპარაკება ძალიან შინაარსიანი იყო.

დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა ხვალ, სინგაპურში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერი გუშინ ჩაფრინდა სინგაპურში.

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი

"9-წლიანი რეჟიმის დროს ბევრია მათზე განაწყენებული - ეს ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა" - შუკაკიძეების ადვოკატი ნიკა მელიას ოფისის დაწვაზე