ბიბლუსი გალერეაში 2017 წლის ნობელიატი მწერლის, კაზუო იშიგუროს წიგნის წარდგენა გაიმართება

ბიბლუსი გალერეაში 2017 წლის ნობელიატი მწერლის, კაზუო იშიგუროს წიგნის წარდგენა გაიმართება

13 ივნისს,19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის #7) გაიმართება 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, კაზუო იშიგუროს რომანის",დღის მიწურულს“ წარდგენა და დისკუსია ავტორის შემოქმედების შესახებ. წიგნი გამოიცა გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტის",ლიტერე ინვენტეს“ ფარგლებში“. რომანსა და ავტორის შემოქმედებაზე ისაუბრებენ:

ლევან ბერძენიშვილი ლიტერატორი

თამარ ჯაფარიძე ფილოლოგი, წიგნის მთარგმნელი

მაია ალუდაური, წიგნის რედაქტორი

სპეციალურად ამ დღისთვის, წიგნი -30% ფასდაკლებით გაიყიდება.

რომანი „დღის მიწურულს“ წარმოადგენს ბატონისადმი ერთულებით, საკუთარ ემოციებსა და განცდებზე უარის თქმისა და თავშეკავების გასაოცარი უნარით გამორჩეული მსახურთუხუცესის ცხოვრების ამსახველ დრამატულ მონოლოგს.

ნობელის პრემიასთან ერთად, ამავე წიგნისთვის კაზუო იშიგუროს მიღებული აქვს ბუკერის ჯილდო და სხვა ლიტ. პრემიები. წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი ოსკარის 8 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც მთავარ როლს ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი ასრულებენ.

FB EVENT

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს