დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს შესანიშნავი ხასიათი აქვს, ის ძალიან ჭკვიანია

დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს შესანიშნავი ხასიათი აქვს, ის ძალიან ჭკვიანია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია.

„მას შესანიშნავი ხასიათი აქვს და ის ძალიან ჭკვიანია. ეს კარგი შეხამებაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული მომლაპარაკებელია“.

„ჩვენ შესანიშნავი დღე გავატარეთ და ბევრი რამე გავიგეთ ერთმანეთზე და ჩვენს ქვეყნებზე. მე გავიგე ის, რომ კიმი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა“, - დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დღეს სინგაპურში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. როგორც შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, დარწმუნებულია იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შესანიშნავი ურთიერთობები განვითარდება. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე