"მამაკაცებს შანსები მიეცემათ, რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად გულუხვი" - როგორია კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

"მამაკაცებს შანსები მიეცემათ, რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად გულუხვი" - როგორია კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს:

"ამ კვირის დასაწყისი შედარებით ნაკლებ აქტიურია და გასული 7 დღის ტენდენციებს ინარჩუნებს. 12 -14 ივნისს კი მერკური ურანის სექსტილი მაქსიმალურ ზეგავლენას გამოავლენს. მისი წყალობით ბიზნესის სფეროში ახალი პროექტები და საქმეები ბევრად უფრო ადვილი წამოსაწყები და განხორციელებადი გახდება. მოსალოდნელია საინტერესო, უჩვეულო ხალხთან დამეგობრება. უნდა ითქვას, რომ კოლექტიური მუშაობა ძალიან მაღალ შედეგებს მოიტანს ამ კვირაში.

13 ივნისს ღამის 1-ლი საათისთვის მერკური გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც ცხადია სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ყველაფერზე, დაწყებული ჩვენი აზრებიდან, დამთავრებული საქმეებით. ეს ის პერიოდია, როდესაც ემოციები უფრო გვმართავენ, ვიდრე ლოგიკა. თუმცა ასევე ძლიერდება ჩვენი ინტუიციაც. ვინაიდან მერკური კირჩხიბის ნიშანს გადის, კარგი პერიოდია ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, მშობლებთან ურთიერთობისათვის, თუნდაც ფართო მასშტაბიანი საოჯახო პროექტების განსახილველად ან წამოსაწყებად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პლანეტას აქ უკვე რამოდენიმე ხნით ადრე გადასული ვენერა დახვდება, რომელიც ამ დღეს სასიყვარულო საუბრებისათვის მეტად შესაფერის ელფერს მისცემს. თუმცა ამ პერიოდისათვის ვენერას დაძაბული ასპექტი აქვს ურანთან, რომელიც მოულოდნელობების პლანეტად ითვლება. ამ ასპექტს შეუძლია იმპულსურობისა და მოულოდნელი, ექსცენტრიული ქმედებებისაკენ გვიბიძგოს. ისეთებისკენ, რომლებმაც შესაძლოა ჩვენს რეპუტაციას ჩერდილიც კი მიაყენოს. ადამიანს იპყრობს ცვლილებების სურვილი, არ სურს დაემორჩილოს დადგენილ წესებს და კანონებს. ამის გამო პირად ურთიერთობებში შესაძლოა ფლირტისაკენ და არასერიოზული ურთერთობებისკენ იგრძნოთ ლტოლვა. რასაც შესაძლოა გამოაშკარავება და ოჯახური სკანდალები მოჰყვეს... იგივე ასპექტი ფინანსურ სფეროშიც არაპრაქტიკული და უპასუხისმგებლო ქმედებებისაკენ გვიბიძგებს. შესაძლოა ისეთი შეფერხებები, მაგალითად, როგორიცაა ხელფასის ან ჰონორარის დაგვიანება. ან პირიქით - თქვენს ხელთ არებული თანხების დაუფიქრებელი გადახარჯვა.

14 ივნისიდან, ვენერა იცვლის პოზიციას და ლომში გადადის, სადაც უკვე რამდენიმე დღის წინ ჩართულ კვადრატს ურანთან კიდევ უფრო აზუსტებს. ეცადეთ, ეს დღეები მაქსიმალურად მობილიზებულად განვლოთ, აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. რაც შეეხება თავად ვენერას ტრანზიტს ლომის ზოდიაქოში - ის აქ 9 ივლისამდე იმოძრავებს, მთელი ეს პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება იმ ხალხისათვის, ვისაც პირად რუკაში ვენერა ლომის ნიშანში ჰყავთ, აგრეთვე მათთვისაც, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. განსაკუთრებით კი მსახიობების, მხატვრების და მწერლებისათვის. მათთვის პროდუქტიული შემოქმედებითი წვის პერიოდი დადგა. ძალზე შესაფერისი პერიოდია რომანტიული გრძნობების გამოსავლენად. მამაკაცებს შანსები მიეცემათ თავიანთი რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად ყურადღებიანნი და გულუხვი. ხოლო ქალბატონებს კი - იბრწყინონ საკუთარი მშვენიერების სხივებში. ვენერა, როგორც იცით, არა მხოლოდ რომანტიულ ურთიერთობებს კურირებს. ის ასევე ჩვენი ფინანსების, კაპიტალდაბანდებების მარეგულირებელიცაა. და რადგან ლომის ნიშანში ის კარგად გრძნობს თავს, შესაბამისად ხელსშეუწყობს ამ კუთხით ჩვენს წარმატებებსაც.

13-ში ასევე ახალმთვარეობა გვაქვს ტყუპების 22°44'-ზე, მის ზეგავლენას ჯერ კიდევ წინა დღეს ვიგრძნობთ, მომრავლებული კონტაქტებით და მოჭარბებული ინფორმაციით, როგორც გახსოვთ, ამ პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ქირურგიული ჩარევებისგან, შორეული მოგზაურობის წამოწყებისგან და ნებისმიერი მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან, 15-დან ყველაფერი ამის შესრულება უკვე შეგვეძლება, თუმცა ურიგო არ იქნება თუ დამატებით პირად რუკაში მაინც ჩაიხედავთ და სხვა ტრანზიტებსაც შეამოწმებთ.

15 ივნისიდან 16-ის ჩათვლით მაქსიმალურად საგრძნობი იქნება მერკურისა და სატურნის ოპოზიცია. ამ ორი პლანეტის დისჰარმონიული ასპექტის გავლენით გადაღლილობა, საკუთარი სიზარმაცე და თავმოუბმელობა, ან რაიმე გარეშე გარემოებები ყველგან შეფერხებებს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ აზროვნება სრულიად რეალისტურია, ახლის ათვისება, ინფორმაციის მიღება მეტად გართულებულია. თუ რამენაირად დისციპლინას გამოუხმობთ, ეგებ კიდევ გამოვიდეს საქმე, თუ არადა დღე მცონარობაში ჩაივლის. შესაძლოა დეპრესიულმა ელფერმაც კი გადაჰკრას. ახლობლებთან დამოკიდებულებაში იგრძნობა უგულობა, უაზრო პრინციპულობა და სიხისტე. თქვენს იდეებს არც საპასუხო მხარე ღებულობს სერიოზულად. ყველგან კონსევატორული ატმოსფერო გხვდებათ. სამაგიეროდ ბევრია კრიტიკა და საყვედურები. განსაკუთრებით კი უფროსი თაობის მხრიდან. შესაძლოა კამათი და-ძმასთან ან მეზობლებთან. ურთიერთობა იძაბება ხელმძღვანელობასთანაც. ალბათ სჯობს საერთოდ არ მოხვდეთ მათ თვალში. ამ ასპექტის ზეგავლენამ შესაძლოა აგრეთვე შეფერხებები გამოიწვიოს ტვირთის დროულად მიღების საკითხებში, ასევე დოკუმენტების, მათ შორის სხვადასხვა ტიპის ნებართვების, მიღებაც შესაძლოა შეფერხდეს. დაირღვეს კონტრაქტებით გათვალისწინებული ვადები. არაა გამორიცხული, რომ ჩიხში შევიდეს მოლაპარაკებები და ალტერნატიული გზების ძებნაც კი მოგიწიოთ, თუმცა შემგომში შესაძლოა, რომ სწორედ ამ ახალმა ვარიანტმა უფრო გაამართლოს. არასასურველი პერიოდია მგზავრობისთვისაც. თუმცა არა ავარიების მხრივ, საქმეიმაშია, რომ ასეთ დროს ხშირად გადაიდება ხოლმე რეისები. ან თვითონ ადამიანებს აგვიანდებათ სადგურზე მისვლა. როგორც ხედავთ, კვირა საკმაოდ არაერთგვაროვანია, წინ სასიხარულო მომენტების ალბათობაც გველის და სირთულეებიც".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ