"არ მაინტერესებს, რამდენ გოგოს მოვწონვარ... ჩემი პირადი აწყობილი მაქვს" - როგორია რეალურ ცხოვრებაში გივი პაპავა

"არ მაინტერესებს, რამდენ გოგოს მოვწონვარ... ჩემი პირადი აწყობილი მაქვს" - როგორია რეალურ ცხოვრებაში გივი პაპავა

გივი პაპავა "კომედი ჯგუფის" ერთ-ერთი ახალი წევრი გახლავთ. მის მიერ განსახიერებული ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი - მომცრო ტანის კაცი გახლავთ, რომელსაც ცოტა არ იყოს, ზორბა ცოლი ჰყავს... გადავწყვიტეთ, გივი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.

- "კომედი შოუში" წელიწად-ნახევრის წინ მოვხვდი: "მანსანკანში" ქუთაისის სახელით ვმონაწილეობდი (2016-17 წლებში). ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გავხდი. "მანსანკანიდან" "კომედი ჯგუფში" ამიყვანეს.

- "კომედი ჯგუფში" თავს როგორ გრძნობთ?

- ყველაზე მაგრად თავს ამ საქმეში და ამ ადამიანებთან ერთად ვგრძნობ. ჩემი აზრით, იუმორისტისთვის "კომედი შოუში" მოხვედრა ახალი საფეხურია. ასე თუ ისე, მე ეს შევძელი და აქ თავს კარგად ვგრძნობ.- თქვენი პერსონაჟის

- გელას შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

- სკეტჩი ავირჩიეთ, რომლის გმირებიც პატარა ტანის კაცი და ცოტათი დიდი, ე.წ. მამალი ქალი უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი ადამიანები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ - გალეული, პატარა ტანის კაცები, რომლებსაც ცოლად "მამალი ქალები" ჰყავთ. საერთოდ, სკეტჩებს რეალურ, სოციალურ თემებთან დაკავშირებით ვქმნით. მოკლედ, ჩემი პერსონაჟის შექმნის იდეა ასე გაჩნდა. თან, "პატარა კაცობაში" ჩემი ფიზიკური აღნაგობა მიწყობდა ხელს, თათია სულუაშვილს კი - თავისი "მამალი ქალობა".

- ანუ ფიქრობთ, რომ თათია რეალურად, "მამალი ქალია"?

- არა, თათია "მამალი" არაა, მაგრამ სკეტჩებში მორგებული ჰქონდა "მამალი ქალის" როლი.

- პროფესიით ვინ ხართ?

- ქუთაისის უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე. მაგისტრატურაზე არ ჩამიბარებია: "კომედი შოუში" სწავლის დასრულებამდე მოვხვდი და მაგისტრატურის კურსის გავლა ვერ მოვასწარი. საკუთარ თავს "იუმორისტს" უფრო ვუწოდებ, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელს, მაგრამ გვიან არც ახლა არის, რომ მეორე პროფესია მქონდეს: თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ვფიქრობ. ჩემი მეორე პროფესია მსახიობობა იქნება, რომ იუმორისტულის გარდა, ცოტათი სერიოზული როლებიც ვითამაშო. რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი კიდეც.

- სამაგალითო იუმორისტი გყავთ?

- კი, ნიკა გრიგოლია, რომელიც ამჟამად, "კომედი შოუში" არ არის დაკავებული. იუმორშიც საერთო გვაქვს, გარეგნობაშიც - ორივე პატარა ტანის ვართ. ერთმანეთს გვამსგავსებენ, ძირითადად - გარეგნობით.

- ალბათ, ნიკას იცნობთ, არა?

- კი, ძალიან კარგი, მეგობრული ადამიანია. კარგი სალამი და მოკითხვა იცის.

- თქვენი გმირი გოგონებში პოპულარობით სარგებლობს?

- რამდენიმეს უთქვამს, - ეს პერსონაჟი მომწონსო. სავარაუდოდ, ეცინებათ და იმიტომ მოსწონთ, თორემ არა მგონია, ასე ჩაცმული და თმაგადავარცხნილი კაცი გოგოს მოეწონოს. ისე, რა ვიცი, ყველას თავისი გემოვნება აქვს...განაგრძეთ კითხვა

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

მაკა ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისგან ჰყავს - ნახეთ, როგორ ერთობა დედა-შვილი