უპასუხისმგებლო მძღოლის მორიგი მსხვერპლი - "გოგონა, რომელსაც დიდი გეგმები და დიდი მომავალი ჰქონდა..."

უპასუხისმგებლო მძღოლის მორიგი მსხვერპლი - "გოგონა, რომელსაც დიდი გეგმები და დიდი მომავალი ჰქონდა..."

ერთი თვის წინ, თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად 30 წლის თათა კერესელიძე მძიმედ დაშავდა. სანაპიროზე მეგობართან ერთად ტაქსით მგზავრობდა, როდესაც საპირისპირო მხრიდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დაეჯახათ. ტაქსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თათა კერესელიძეს მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა. რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გუშინ საღამოს გარდაიცვალა... გოგონა, რომელსაც დიდი გეგმები და დიდი მომავალი ჰქონდა და რომელიც ყველას უყვარდა... ამ სამწუხარო ფაქტის დეტალები mshoblebi.ge-ს მეგობრებმა უამბეს:

- ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც თათას იცნობდა, ის არ ყვარებოდა... უამრავი გეგმა ჰქონდა - გერმანიაში სწავლობდა დოქტორანტურაში, იურისტი გახლდათ. ბოლო დროს მეღვინეობამ გაიტაცა და ამ საქმეშიც მთელი სერიოზულობით იყო ჩართული...

- ავარიის შესახებ რა იცით?

- საბერძნეთში იყო დასასვენებლად, ახალი ჩამოსული გახლდათ... მეგობართან ერთად იჯდა ტაქსიში, სახლისკენ მიემართებოდა...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ