8  საინტერესო და იდუმალი ფაქტი აგათა კრისტიზე

8  საინტერესო და იდუმალი ფაქტი აგათა კრისტიზე

დეტექტივების დედოფლად აღიარებული მწერლის, აგათა კრისტის ცხოვრება, მის შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესო და მისტიური გახლდათ. გთავაზობთ 8 ფაქტს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ ამ საოცარ ინგლისელ ქალბატონს.

1.1926 წელს აგათა კრისტი 10 დღით გაუჩინარდა. სავარაუდო მიზეზი დეპრესიული მდგომარეობა და მეუღლეზე შურისძიება იყო. ძებნის შემდეგ ის სასტუმრო Harrogate-ში იპოვნეს. იგი ამნეზიურ მდგომარეობაში იყო და ვერ იხსენებდა ვერც მეუღლის და ვერც საკუთარი შვილის სახელს. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი მწერალმა საგანგებოდ გაითამაშა.

2. აგათა კრისტი გინესის მსოფლიო რეკორდის წიგნშია შეყვანილი, ყველაზე სქელტანიანი წიგნისთვის. კრებული „მის მარპლის ისტორიები“ შედგება 4032 გვერდისაგან და იწონის 15 ფუტზე მეტს (დაახლოებით 7 კილოგრამი)

3. აგათა პირველი მსოფლიო ომის დროს მედდად მსახურობდა, შემდგომ კი ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად დაიწყო მუშაობა. მან კარგად შეისწავლა ყველა სახის შხამი და მომწავლელი ნივთიერება, რამაც დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. მისი ნაწარმოების გმირების უმეტესობა, სწორედ მოწამვლისგან კვდებიან.

4. მწერალს დისგრაფია სჭირდა, მას არ შეეძლო ტექსტის ჩაწერა. ამიტომ მისი ყველა წიგნი კარნახითაა დაწერილი.

5. წერა დის მიბაძვით დაიწყო, რომელიც ცნობილი მწერალი იყო. აგათა თავიდან მხიარულ ნაწარმოებებს წერდა, შემდეგ ეს ყველაფერი მოწყინდა და საშიშ მოთხრობებზე გადავიდა. ამის გამო დედა მას წერას დიდი ხნის განმავლობაში უკრძალავდა.

6. თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ მისი ძველი სახლი. თუ გინდათ ზუსტად შეიგრძნოთ საყვარელი მწერლის მისტიური გარემო, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ინგლისში დევონშირს, სადაც აგათას საზაფხულო ერთ საუკუნოვანი სახლის დაქირავება, ერთი ღამით 500 დოლარად შეგეძლებათ.

7. ერკიულ პუარო იყო რეალური პიროვნება.

პურაო იყო გადამდგარი ბელგიელი პოლიციელი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა ინგლისში, როგორ ლტოლვილი. დიდი ალბათობით სწორედ ის იყო აგათა კრისტის ინსპირაციის წყარო, საიდანაც შეიქმნა უკვდავი პერსონაჟი ერკიულ პუარო.

8. “იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში” აგათა კრისტის პირველი წიგნია ერკიულ პუაროს შესახებ. აბობენ, რომ წიგნის დაწერამდე ავტორმა სანაძლეო დადო, რომ დაწერდა ისეთ დეტექტივს, რომლის მკითხველიც ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდებოდა ვინ იყო მკვლელი. საინტერესოა, თქვენ თუ შეძლებთ ამ საიდუმლოს ამოხსნას კითხვის დასრულებამდე.

“პალიტრა L” მკითხველს სიურპრიზს სთავაზობს. 28 ივნისიდან დეტექტივების და აგათა კრისტის მოყვარულებს საშუალება გექნებათ შეიძინოთ თქვენი საყვარელი მწერლის წიგნები „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ სერიის ფარგლებში. სერიის პირველი წიგნი „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში” 28 ივნისიდან ჟურნალ გზასთან ერთად გაიყიდება. წიგნის სპეციალური ფასი 5,5 ლარია, ჟურნალთან ერთად კი მისი ფასი 7 ლარი იქნება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს