ავღანეთში პაკისტანელი თალიბების ლიდერი მოკლეს

ავღანეთში პაკისტანელი თალიბების ლიდერი მოკლეს

ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, აშშ-ს ავიაციის დარტყმის შედეგად, რადიკალური მოძრაობა „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ ლიდერი მულა ფაზლულა ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ტელეარხი Tolo News იუწყება.

მისი ინფორმაციით, ავიადარტყმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა განახორციელეს. მულა ფაზლულას გარდა, ოპერაციას დაჯგუფების კიდევ ოთხი საველე მეთაური ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოძრაობა „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ 3 ტერორისტის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა, მათ შორის 5 მილიონი დოლარი პირადად მულა ფაზლულას დაკავებისთვის სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლოდ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?