"დოგტასი და კელებეკი" 25%-დან 50%-მდე ფასდაკლებას აცხადებს

"დოგტასი და კელებეკი" 25%-დან 50%-მდე ფასდაკლებას აცხადებს

ავეჯის სახლი “დოგტასი და კელებეკი” საზაფხულო სეზონს დიდი ფასდაკლებით ეგებება. ცხელი ივნისის კვალდაკვალ, კომპანია მომხმარებლებს პროდუქციის ვრცელ არჩევანზე ყველაზე გრილ ფასებს სთავაზობს. როგორც ავეჯის სახლში აცხადებენ, ქართველი მომხმარებელი სეზონური აქციების მიმართ დიდი ყურადღებით გამოირჩევა, რომელსაც “დოგტასი და კელებეკი” ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული ფასდაკლებით პასუხობს.

“დოგტასი” 1972 წელს, სტამბოლის მახლობლად დაფუძნდა და ინტერიერის ავეჯის შექმნის ინდივიდუალური სტილით სახელი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გაითქვა. “კელებეკის” ისტორია კიდევ უფრო შთამბეჭდავია და სათავეს 1935 წლიდან იღებს. იგი თურქეთის რესპუბლიკაში დაარსებული ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ავეჯის ბაზარზე დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. წამყვანი თურქული ბრენდების პროდუქციის შერწყმა საქართველოში ავეჯის სახლ “ვერონას” ჯგუფმა ორი წლის წინ ითავა, რომელიც, თავის სეგმენტში უკვე ხუთი წელია, მოღვაწეობს და ქართულ ბაზარს პრემიალური იტალიური ბრენდების ავეჯით ამარაგებს. ხოლო ავეჯის სალონ “დოგტასი და კელებეკის” დაფუძნება საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტში გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა და მთლიანად მის არჩევანსა და კომფორტზეა მორგებული.

საძინებლის, მისაღები და სასადილო ოთახების, აგრეთვე სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და მასალის რბილი ავეჯი არასრული და ზოგადი ჩამონათვალი გახლავთ იმ პროდუქციისა, რომელიც “დოგტას და კელებეკს” წლევანდელ საზაფხულო აქციაზე გამოაქვს. მომხმარებლის სიმპათიად აღიარებული ავეჯის სახლი 25%-დან 50%-მდე სეილს ივნისის ბოლომდე ინარჩუნებს. ყოველივე ეს დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, ხშირად ეწვიონ ავეჯის სახლს და გადაწყვეტილება აუჩქარებლად მიიღონ.

იმისთვის, რომ არჩევანის გაკეთებაში გარე ფაქტორების ზეგავლენა მინიმუმამდე დაეყვანათ, “დოგტასი და კელებეკის” დიზაინერებმა შოურუმები მინიმალისტური გაფორმებით დააკომპლექტეს. მომხმარებელთა უმრავლესობა ინტერიერის ასეთი გადაწყვეტით კმაყოფილია და ხშირად აღნიშნავს, რომ სისადავე ავეჯზე კონცენტრირებაში ეხმარება. ამასთან ერთად, “დოგტასი და კელებეკის” კონსულტანტთა ჯგუფი ყოველთვის მზად არის, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და ურჩიოს მისთვის საუკეთესო. ავეჯის სახლის დათვალიერება მსურველებს თბილისში, აღმაშენებლის მე-11 კილომეტრში შეუძლიათ, ხოლო ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან მიიღებენ. “დოგტასი და კელებეკი” ერთგულ მომხმარებელს კვლავ მრავალ სეზონურ სიურპრიზს და კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს პირდება.

“დოგტასი და კელებეკის” ფასდაკლებული მოდელების სანახავად გადადით ბმულზე:https://www.facebook.com/pg/DogtasGeorgia/photos/?tab=album&album_id=235345713718350

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი