თბილისის განახლებულმა ბალნეოლოგიურმა სპა კურორტმა 80 წლის იუბილე აღნიშნა

თბილისის განახლებულმა ბალნეოლოგიურმა სპა კურორტმა 80 წლის იუბილე აღნიშნა

15 ივნისს თბილისის განახლებული ბალნეოლოგიური სპა კურორტის 80 წლის იუბილე აღინიშნა. 1 წელია კურორტზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამუშაოების 30 % უკვე გაკეთდა - დაემატა ახალი სამედიცინო სერვისები და აღდგა ძველი ბალნეო-პროცედურები. ახალ სერვისებში შედის ველნე სპა მიმართულება, კოსმეტოლოგია. ორ წელიწადში დასრულდება 140-ნომრიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოწყობაც.

იუბილეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები ესწრებოდნენ. გაიმართა კონფერენცია, რომელზეც მედიკოსებმა კურორტის მნიშვნელობასა და ძველ და ახალ პროცედურებზე ისაუბრეს. საბოლოოდ, კურორტის რეაბილიტაცია 2 წელიწადში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ რეაბილიტაციის პერიოდში კურორტს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და პაციენტებსაც იღებდა. ამ ერთი წლის განმავლობაში ბალნეოლოგიური სპა კურორტის ვიზიტორი ტურისტების რაოდენობა 20 %-ით გაიზარდა.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ცნობილი კურორტოლოგი მიხეილ ზანდუკელის სახელს უკავშირდება, 1938 წელს გაიხსნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, კურორტის სააბაზანო, რომლის მშენებლობაც 1937 წელს დასრულდა და იმ დროისათვის საუკეთესო სამედიცინო და ბალნეოლოგიური ტექნიკით იყო აღჭურვილი. 1998 წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს მსოფლიო მასშტაბით ანალოგი არ მოეპოვება.

დღეს, კურორტზე თანამედროვე, კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, ბუნებრივ რესურსებს იყენებენ - სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები. ფიზიოტერაპია, სამედიცინო-სამკურნალო მასაჟი: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური. ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდათვის. ცენტრში მკურნალობენ კარდიოლოგიურ, პერიფერიულ ნევროლოგიურ, უროლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, დერმატოლოგიურ, პედიატრიულ, გინეკოლოგიურ, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებებს. ასევე, თანამედროვე აპარატურით შესაძლებელია ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარება.

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს 2010 წელს ხარისხის ნიშანი მიენიჭა, ხოლო 2011 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში: "წლის საუკეთესო ტურისტული გამაჯანსაღებელი საწარმო".

ავტორი: დარინა ქამადაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი