ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის - დაკავებულია ერთი პირი

ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის - დაკავებულია ერთი პირი

ოზურგეთის გუბერნიის თანამშრომელსა და დაბა ნასაკირალის მკვიდრს შორის ინციდენტი მოხდა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავანაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინციდენტის დროს "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილის მიმართ პროვოკაცია განახორციელა, რის საფუძველზეც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დავით მჟავანაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნასაკირალის მცხოვრები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დააკავეს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ოზურგეთის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. "ოზურგეთის მერიასთან აქცია მიმდინარეობდა, როდესაც "ქართული ოცნების" აქტივისტი, გუბერნიაში დასაქმებული პირი გამოვიდა და აქციის მონაწილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ ვითხოვდით განმარტებას, თუ რატომ დაესხნენ თავს დეპუტატ ბესო ქათამაძეს. იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. ვითხოვთ დაკავებულის გათავისუფლებას და ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას", - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ნახეთ ვიდეო: "ხელი ჩაწიე, ბიჭო!" - ხელჩართული ჩხუბი ნიკა მელიასა და "ოცნების" წევრებს შორის ოზურგეთში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები