სომხური მედია: ფაშინიანი პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

სომხური მედია: ფაშინიანი პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა „ჟამანაკი“ წერს.

„ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ამ დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი მას 15 ივლისამდე გაიტანენ. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს“, - წერს გამოცემა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ფაშინიანს სურს, რომ საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ. „თუ ორჯერ ზედიზედ პრემიერობის კანდიდატი არ დასახელდება, ეს გამოიწვევს პარლამენტის ავტომატურ დათხოვნას, რის შემდეგაც სექტემბერში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე