"ძლიერმა ნალექმა შესაძლოა ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს" - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ

"ძლიერმა ნალექმა შესაძლოა ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს" - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა 16 ივნისს შესაძლებელია გამოიწვიოს აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება და მთიან რაიონებში ღვარცოფული პროცესები, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 16 ივნისს საქართველოში საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში - სეტყვა. 17-18 ივნისს კი საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება.

თბილისში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +23, +25 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპარატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება. თელავში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +25, +27 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება. ქ. ბათუმში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +22, +24 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება. ქუთაისში 16 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20,+22 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.

ზუგდიდში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +19,+21 გრადუსი იქნება. 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი